Sunday, September 6, 2015

პროექტი ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE)

ჩვენი სკოლის პედაგოგები ნინო გეწაძე და რობერტ ავეტიკოვი 2014-2015 სასწავლო წლებში ჩართულები იყვნენ პროექტში ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE). პროექტი ითვალისწინებდა წლის მანძილზე ტრეინინგებზე დასწრებას და თითოეული ტრეინინგის შემდეგ საჩვენებელი გაკვეთილების (ათი საჩვენებელი გაკვეთილი) ჩატარებას. ყოველ გაკვეთილს ინგლისური ენის ტრენერი Kirsten Mashinter ესწრებოდა და აფასებდა. ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ ორივე პედაგოგი ტრენერისგან რჩევებს იღებდა. რობერტ ავეტიკოვმა და ნინო გეწაძემ აღნიშნული პროექტი წარმატებით დაასრულა და მათ ამისთვის სერტიფიკატებიც გადაეცათ. ამავე პროექტში, გეგემების წერაში კონკურსი გაიმართა და ნინო გეწაძემ მეორე ადგილი მოიპოვა. იგი ამისთვის სერტიფიკატითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა. 










No comments:

Post a Comment