Sunday, September 6, 2015

ძვირფასო პედაგოგებო, ხვალ 7 სექტემბერს 13:00 საათზე გვექნება კათედრის სხდომა. დასწრება სავალდებულოა. 
ჩვენი სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლუიზა ლომჯარია 2015 წლის 26 

ივნისს  XI/5 კლასთან ერთად მიწვეული იყო ბრიტანეთის საელჩოში. 

ქალბატონ ლუიზას  Macmillan-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობისთვის, ხოლო 

ბრიტანეთის საელჩომ აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. იგი თავის 

მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა სახის პრიზებით დაჯილდოვდა. 














რობინსონის დაჯილდოვება


სასტუმრო,, ამბასადორის" საკონფერენციო დარბაზში ,,Robinson"- ის ამიერკავკასიის მასშტაბით გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. ქართული ჯგუფის პირველადგილოსანთა შორისაა ჩვენი სკოლის IV (6) კლასის მოსწავლე ანი მიროტაძე, რომელსაც მოპოვებული წარმატებისთვის მედალი და სერთიფიკატი გადაეცა, ასევე ანის ინგლისური ენის პედაგოგს ნინო მაძღარაშვილს, უცხო ენის კათედრის ხელმძღვანელს: ნინო გეწაძესა და სკოლის დირექტორს; მანანა თურქაძეს გადაეცათ მადლობის წერილი და სერთიფიკატები. ვულოცავთ ანის ამ გამარჯვებას.

51-ე საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით!





პროექტი ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE)

ჩვენი სკოლის პედაგოგები ნინო გეწაძე და რობერტ ავეტიკოვი 2014-2015 სასწავლო წლებში ჩართულები იყვნენ პროექტში ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE). პროექტი ითვალისწინებდა წლის მანძილზე ტრეინინგებზე დასწრებას და თითოეული ტრეინინგის შემდეგ საჩვენებელი გაკვეთილების (ათი საჩვენებელი გაკვეთილი) ჩატარებას. ყოველ გაკვეთილს ინგლისური ენის ტრენერი Kirsten Mashinter ესწრებოდა და აფასებდა. ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ ორივე პედაგოგი ტრენერისგან რჩევებს იღებდა. რობერტ ავეტიკოვმა და ნინო გეწაძემ აღნიშნული პროექტი წარმატებით დაასრულა და მათ ამისთვის სერტიფიკატებიც გადაეცათ. ამავე პროექტში, გეგემების წერაში კონკურსი გაიმართა და ნინო გეწაძემ მეორე ადგილი მოიპოვა. იგი ამისთვის სერტიფიკატითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა. 










Monday, January 12, 2015

ძვირფასო პედაგოგებო ხვალ, 13 იანვარს 11:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პედაგოგიური საბჭოს სხდომა . დასწრება სავალდებულოა. 
VIII (1) და VIII (4) კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე: ,,შობა-ახალი წლის ტრადიციები ინგლისურ ენოვან ქვეყნებში",
(პედაგოგი ნანა სოლოღაშვილი).
გაკვეთილს ესწრებოდნენ: ინგლსური ენის პედაგოგები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.









Saturday, December 27, 2014

პროექტი ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE)



ჩვენი სკოლის პედაგოგები ნინო გეწაძე და რობერტ ავეტიკოვი ჩართულები არიან პროექტში ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE). პროექტი ითვალისწინებს წლის მანძილზე ათი საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორ საჩვენებელი გაკვეთილი, ,,New Year" და ,,Democratic Institutions". გაკვეთილს ესწრებოდა ინგლისური ენის ტრენერი Kirsten Mashinter, რომელმაც დადებითად შეაფასა პედაგოგების ნამუშევარი.