ჩატარებული ღონისძიებები



პროექტი ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE)

ჩვენი სკოლის პედაგოგები ნინო გეწაძე და რობერტ ავეტიკოვი 2014-2015 სასწავლო წლებში ჩართულები იყვნენ პროექტში ,,ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით"(ELCE). პროექტი ითვალისწინებდა წლის მანძილზე ათი საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას. ყოველ გაკვეთილს ინგლისური ენის ტრენერი Kirsten Mashinter ესწრებოდა და აფასებდა. ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ ორივე პედაგოგი ტრენერისგან რჩევებს იღებდა. რობერტ ავეტიკოვმა და ნინო გეწაძემ აღნიშნული პროექტი წარმატებით დაასრულა და მათ ამისთვის სერტიფიკატებიც გადაეცათ. ამავე პროექტში, გეგემების წერაში კონკურსი გაიმართა და ნინო გეწაძემ მეორე ადგილი მოიპოვა. იგი ამისთვის სერტიფიკატითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა. 





































მაკმილანი სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 სკოლაში.
II (4) კლასში (დამრიგებელი: ე. კეზევაძე) ინგლისური ენის გაკვეთილს (პედაგოგი: ქ. ღოღელიანი) დაესწრო მაკმილანის ELT -ის კონსულტანტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყბენბში Nick Goode. ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა და დადებითი შეფასება მიიღო.






























ინტეგრირებული გაკვეთილი (ბუნება, ინგლისური, ხელოვნება) 
II(8) კლასში
გაკვეთილის თემა: საკვები პროდუქტები 
პედაგოგები: თამარ ღამბარაშვილი, ანა წულუკიძე, ნინო გეწაძე






























2014 წლის 25 თებერვალს II(8) კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელიც ჩაატარა ნინო გეწაძემ.
 გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი თინათინ ყენია და Macmillan-ის წარმომადგენლები - Maura O'Brien & Petter Torpy.
გაკვეთილი დატვირთული იყო აქტიური და სახალისო აქტივობებით. საგაკვეთილო პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც მოსწავლეები ასევე მოწვეული სტუმრებიც.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა.












PROJECT 1 TOYS

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51- საჯარო სკოლის II 7 და  II კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პირველი პროექტი ინგლისურ ენაში 
(პედაგოგი ნინო გეწაძე) და გააკეთეს პრეზენტაცია.   








საქველმოქმედიო აქცია - „პატარა გულები“

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51საჯარო სკოლის 6-2 კლასის ინიციატივით (დამრიგებელი - ნინო მაძღარაშვილი) განხორციელდა საქველმოქმედიო აქცია - „პატარა გულები“. აქციის ფარგლებში მოსწავლეები დაეხმარნენ სოფელ გლდანის საოჯახო ტიპის მიუსაფარ ბავშვთა სახლს.
ამ ღონისძიებისთვის 7-8 ნოემბერს სკოლაში შეგროვდა სხვადასხვა ტიპის შემოწირულობა - პროდუქტი, ტანსაცმელი და სათამაშოები.
კეთილი საქმის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა (8-4კლასი, დამრიგებელი მაია ლომიშვილი, 6-9 კლასი, დამრიგებელი მეგი სისაური, 5-10 კლასი, დამრიგებელი - მზია მიქავა, 6-3 კლასი, დამრიგებელი ანა ქარსელაძე, 6-5კლასი, დამრიგებელი - სოფო ბერაია).
მოსწავლეები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მშობლებს, დირექციას, ქალბატონ თინათინ ყენიას.
ასეთი ქველმოქმედება გვეხმარება, ვიყოთ კეთილშობილნი და გულისხმიერნი.











ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში



ამა წლის 21 ოქტომბერს 7-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც ჩაატარეს ინგლისური ენის პედაგოგებმა ნინო საკაშვილმა (კლასის დამრიგებელი) და ლეილა ბაკურაძემ.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ქალბატონი თინათინ ყენია და მიჩიგანის შტატის უნივერსტეტის პროფესორი, ამერიკელი სტუმარი ქალბატონი ლორი მაკდონალდი.
გაკვეთილი ჩატარდა მაღალ დონეზე. ის დატვირთული იყო ცოცხალი, აქტიური და სახალისო აქტივობებით, რომელთა მრავალფეროვნებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს წარმოეჩინათ ოთხივე უნარი (reading, writing, speaking and listening). 
სტუმრებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილნი დარჩნენ გაკვეთილით. გაკვეთილის ბოლოს მათ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით აქტიურობით და ემოციურობით გამოირჩეოდა უცხოელი სტუმარი.



























ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში

22 ოქტომბერს 2-1კლასში (დამრიგებელი - ირინა სიხარულიძე) ჩატარდა ღია 

გაკვეთილი ინგლისურ ენაში - პედაგოგი ქრისტინე ღოღელიანი. გაკვეთილზე 

სტუმრად იყვნენ მიწვეულნი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი 

სტუმარი ლორი მაკდონალდი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მშობლები.
გაკვეთილზე ბავშვებმა მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა - 


წარმოადგინეს ანბანის პრეზენტაცია, სიტყვები ანბანის თითოეული ასოზე, დაფაზე 

დაწერეს და როლური თამაშის სახით წარმოადგინეს ტექსტი, თქვეს ლექსები. 


გაკვეთილმა უცხოელი სტუმრის მოწონება დაიმსახურა.

















2 comments:

  1. sainteresoa mara aseve kargi iqneba videoebis naxva da gakvetilis msvleloba.

    ReplyDelete
  2. gegmac rom kondes tan da resursebis chamonatvali an aqtivobebi uketesi ikneboda

    ReplyDelete